loader

არჩილ თალაკვაძე ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არჩილ თალაკვაძე ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას გმობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. თალაკვაძის თქმით, ძალადობის ფაქტზე რეაგირება დროული და ეფექტური იქნება.

"ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას ვგმობ. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.