X
საზარელი ამბის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება - დედა, რომლის 13 წლის შვილმა იმშობიარა, პროკურორის დასჯას ითხოვს
11:52 / 06-03-2021
რამ­დე­ნი­მე დღის წინ გორ­ში მომ­ხდარ­მა ფაქ­ტმა მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. აღ­მოჩ­ნდა, რომ 13 წლის მო­ზარ­დმა, რო­მელ­თა­ნაც სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით 50 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს, ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა.

პო­ლი­ცი­ამ მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა, დედა და ახალ­შო­ბი­ლი კი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს ბავ­შვთა ზრუნ­ვის სამ­სა­ხუ­რის მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თი" სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს გვიყ­ვე­ბა. კერ­ძოდ, ირ­კვე­ვა, რომ მო­ზარ­დის დედა, რო­მე­ლიც შვილს უნდა იცავ­დეს, ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის გამო პრო­კუ­რა­ტუ­რას ემუქ­რე­ბა.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ ითხოვს პრო­კუ­რო­რის და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლის დას­ჯას, ამ­ბობს, რომ "ეს მისი პი­რა­დი საქ­მეა".

"მე იმ ექიმ­საც და­ვას­ჯე­ვი­ნებ. ჩემს გა­რე­შე და­უ­რე­კა პო­ლი­ცი­ას" - ამ­ბობს გო­გო­ნას დედა, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნია.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, უნდა და­ე­ჭი­რა თუ არა პო­ლი­ცი­ას მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც მის 13 წლის შვილ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა, ამ­ბობს, რომ "თუ აქამ­დე არ და­ი­ჭი­რეს, ახ­ლაც არ უნდა შე­ხე­ბოდ­ნენ".

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბულს, და­კა­ვე­ბულ 50 წლის მა­მა­კაცს მე­ზობ­ლე­ბი და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ.

"ცუდს ვერ ვი­ტყვი მაგ ბიჭ­ზე, არ არის ცუდი ბიჭი, მე­გობ­რუ­ლია ამ­ხა­ნა­გუ­რი, არ არის ისე­თი ბიჭი. რა მოხ­და, არ ვიცი... ნაღ­დად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვის, თავ­ზა­რი და­მე­ცა, რომ გა­ვი­გე, რომ ბავ­შვი ჰყო­ლი­აო... არა­ფე­რი ვიცი სხვა... დე­დამ რა უნდა თქვას, გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ქალი. მა­გი­ტომ დაბ­რუნ­და, რომ მი­ე­ხე­და, მაგ­რამ ეს ფაქ­ტი და­უხ­ვდა და რა ქნას?!... ამ­დე­ნი წე­ლია აქა ვარ, ეს ბიჭი აქ იყო, მაგ­რამ მე არა­ფე­რი გა­მი­გია, ისე­თი ბი­ჭია, ვერ იტყვი მა­გა­ზე ცუდს. ახლა კი გა­ვი­გე, მაგ­რამ რა, არ უარ­ყოფ­სო, იძა­ხი­სო, რომ ჩე­მი­აო და რა უნდა ვთქვათ?! მე ახლა გა­ვი­გე და თავ­ზა­რი და­მე­ცა", - ყვე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­ზო­ბე­ლი "მთა­ვარ­თან".

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 140-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას, ვა­დით რვი­დან თორ­მეტ წლამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებს. შემ­თხვე­ვა გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მოხ­და.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს არის სენსაცია! ნიკა მელია შეიძლება ვიხილოთ მმართველ გუნდში... მელიაც და კობახიძეც სწორ ნაბიჯებს დგამენ“ - ლელა კაკულია ვიდეოს აქვეყნებს
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
ნინო ჩხეიძისა და ირაკლი კაკაბაძის ახალმა დუეტმა ინტერნეტი ააფეთქა - რა მოხდა გადაცემის მსვლელობისას?
“თოვლჭყაპია რა, გუნდა არ კეთდება არაფერი“ - კახა კალაძე სოციალურ ქსელში მორიგ ხუმრობას აქვეყნებს
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
"ჩავარდა ეს ეთერი, მორჩა კინო... მთავარია, რომ არ გამაგდონ სამსახურიდან“ - ჟურნალისტმა და რესპოდენტმა პირდაპირ ეთერში სიცილი ვერ შეიკავეს 
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო