"ზუსტად ვიცი, "ქართულ ოცნებაში" ეძებენ, ვინ არის ის ვირთხა, ვინც შიგნიდან გასცა" - გია ხუხაშვილი
10:13 / 09-03-2021
როგორც ხუხაშვილი ამბობს, "ქართული ოცნება" შიდა გამოძიებას აწარმოებს.
"ვის მიერ არის შემოგდებული, ცალკე თემაა. რა შუაშია აქ ოპოზიცია. ხელისუფლება საჯაროდ კი აცხადებს, რომ ოპოზიციამ.... „შავი არქივი“ მოიგონეს უცბად, მაგრამ ზუსტად ვიცი, შიგნით დარწმუნებულები არიან, რომ ეს ერთ-ერთი მათგანის, ხელისუფლების გაკეთებულია, შიგნით ეძებენ. შიდა გამოძიებას აწარმოებენ, ეძებენ, ვინ არის ის ვირთხა, ვინც შიგნიდან გასცა", - განაცხადა ხუხაშვილმა.