loader

"გადმოაგდეს მე-4 სართულიდან" - სოციალურ ქსელში შემზარავი კადრები ვრცელდება, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადმოაგდეს მე-4 სართულიდან" - სოციალურ ქსელში შემზარავი კადრები ვრცელდება, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

თამაზ ელიზბარაშვილს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ გადმოაგდეს ძაღლი მეოთხე სართულიდან. როგორც მოქალაქე ჰყვება, ძაღლს ყველა ძვალი დამტვრეული აქვს და ძალიან მძიმედ არის.

"7 მარტს ეს ვიდეო გამომიგზავნეს და დახმარება მთხოვეს: ძაღლი გადმომიგდეს მეოთხე სართულიდან. სათვალთვალო კამერიდან ჩანაწერი ამოვიღე, ძალიან მძიმედ არის ძაღლი, ყველა ძვალი დამტვრეული აქვს, ალბათ ვერ გადავარჩენ.

პოლიციას მივმართე და არაფერს აკეთებსო.
რა მივწერო, არ ვიცი. პოლიცია რომ უკვე დიდი ხანია ჩემს ქვეყანაში არაფერს აკეთებს ძაღლების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმართულებით, სამწუხარო ფაქტია. გზა ,,ხსნილი" გაქვთ პოლიციისგან მანიაკებო, სადისტებო, ავადმყოფებო.

ხოცეთ და ხოცეთ ძაღლები! ეს ქვეყანა კრიმინალებისთვის, მანიაკებისთვის და ყველა რჯულის სადისტებისთვის ხომ ,,სამოთხეა"?!" - წერენ სოციალურ ქსელში.