loader

“რეანიმაციაშია... კოვიდმა ძველი დაავადებები გაააქტიურა“ – ახალი დეტალები კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რეანიმაციაშია... კოვიდმა ძველი დაავადებები გაააქტიურა“ – ახალი დეტალები კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე აცხადებს, კავსაძე რეანიმაციულ განყოფილებაშია.

„სტაბილურად მძიმე მდგომარეობა აქვს და ისევ რეანიმაციაშია. კოვიდისგან გამოჯანმრთელდა, გაეწერა, მაგრამ კოვიდმა მისი ძველი დაავადებები გაააქტიურა, გაამწვავა და ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდა“, - აცხადებს ტურძელაძე.

ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.