loader

"წამებში ხდებოდა ყველაფერი, ახლა სრული განუკითხაობაა" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წამებში ხდებოდა ყველაფერი, ახლა სრული განუკითხაობაა" - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან რიგში მდგომი მოქალაქეების შესახებ წერს.

"ამ პანდემიის დროს დამატებით ფულს ართმვნ ხალხს ნომრის გამოცვლაში, პლუს საწვავი რომ რუსთავამდე მოვიდნენ (2 ლარი და 80 თეთრი - ლიტრი ) ჩამოხვალ და ხალხი წვიმაში, ქარში რიგში დგას. 9 საათზე სახლებშიო და აქ ერთმანთზე არიან მიწებებულები. დასცინიან და აბუჩად იგდებენ ხალხს. ძარცვავენ და ამ ძარცვაში რიგში აყენებენ. ათჯერ მეტ მომხმარებელს უწევდნენ სერვისს. წამებში ხდებოდა ყველაფერი. ახლა სრული განუკითხაობაა", - წერს სააკაშვილი.

ავტომობილზე ძველი სანომრე ნიშნის გამოცვლისთვის მძღოლებს რამდენიმე დღე აქვთ, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.