loader

“ონკოლოგიურ სენს უნდა ებრძოლოს! თვალებზე ცრემლი მომწმინდა და რამდენი დარჩაო!“ - ზურაბ რთველიაშვილს მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ონკოლოგიურ სენს უნდა ებრძოლოს! თვალებზე ცრემლი მომწმინდა და რამდენი დარჩაო!“ - ზურაბ რთველიაშვილს მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა


პოეტი ზურაბ რთველიაშვილი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს.

“დღეს ახალი ეტაპი გადავიარეთ! ზურამ გაიგო რომ მძიმე ონკოლოგიურ სენს უნდა ებრძოლოს! ყველაზე მეტად ეს დღეები ამ დღის მეშინოდა! რა კითხვებს დასვამდა, რა რეაქცია ექნებოდა... როგორ უნდა გაგვესწორა თვალი რეალობისთვის! იტირა, ღმერთო რატომო! ახლა უკვე მეც ვეღარ შევიკავე თავი... 4 დღის დაგროვილი სევდა და ტკივილი თვალებიდან წამსკდა.
ხელები ჩავჭიდეთ და ერთად ვიტირეთ, დავიცალეთ ამ დღეებში დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან. მერე თვალებზე ცრემლი მომწმინდა და რამდენი დარჩაო!!! მე ვუპასუხე - ეს შენზეა დამოკიდებული თქო! ჰოდა, ვიბრძოლებო!!! შენ იყავი მაგრადო... ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ!!! ხალხო, თქვენ არ იცით რამხელა ძალა ხართ ჩვენთვის!!!“ - წერს ნინო ამირეჯიბი.