loader

თბილისის ქუჩების ჩამონათვალი, სადაც დღეიდან წყალმომარაგება შეიზღუდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ქუჩების ჩამონათვალი, სადაც დღეიდან წყალმომარაგება შეიზღუდება

მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიის დაკვეთით, შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი” წყალმომარაგების ახალ ქსელზე საბოლოო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 1-ელ აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 2 აპრილის ღამის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელოვანის გამზირს, მუხრან მაჭავარიანის, ვალენტინ თოფურიას, ციალა გაბაშვილს ქუჩებს, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის ქუჩებს (შესახვევებს და კორპუსებს), იასამნის, ბროწეულის, ბაქრაძის, გოთუას, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, ბატონიშვილის, რჩეულიშვილის, შმერლინგის ქუჩებს, ტაშკენტის ქუჩა N51-61 დაN54-78, ზემო ვეძისის ქუჩას, ალასანიას და ვაზისუბნის ქუჩებს.

დიდ დიღომში: დიდი დიღმის მიკრორაიონებს, ხელაშვილის, ფარნავაზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, სტრაბონის, პეტრიწის, ფერაძის, გოგიაშვილის, მაქს ტილკეს, ცხაკაიას, გეხტმანის, ჭანდარის, ჰენრიკ პრინევსკის, ასმათის, ჰაინრიხ კლაპროტის, არჩილ მეფის, რამაზის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, ჯავახიშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, მარკო პოლოს, ჟოზეფ ტურნეფორის, ქრისტოფორის, კასტელის, ფრედერიკ მონპერეს, არქანჯელო ლამბერტის, კრისტიან სტივენის, იან ჰომერის, იაკობ რაინეგსის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის, ტარიელის, თინათინის, ავთანდილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, გულან შაროს, მულღა ზანზარის, ნურადინ ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ისიდორე დოლიძის, შეყლაშვილის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, გრიგოლ ჩხიკვაძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, თეთრი დუქნის, თინათინ წერეთლის, ფატმანის, კვირაცხოვლის ქუჩებს, დიღომი 7-ს და დიღომი 8-ს.

ბენდუქიძის, სასოფლოს, მუხათგვერდის, ამერიკის საელჩოს დასახლებებს, "ტოიოტას" მიმდებარე ახალ დასახლებას, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას.