loader

ბლოგერმა თავისი თავი ცოცხლად დაიმარხა - ნახეთ, რით დასრულდა ექსპერიმენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბლოგერმა თავისი თავი ცოცხლად დაიმარხა - ნახეთ, რით დასრულდა ექსპერიმენტი

ცნობილმა ამერიკელმა ბლოგერმა ჯიმი დონალდსონმა, რომელიც ცნობილია MrBeast-ის ფსევდონიმით, საკუთარი თავი ცოცხლად დაიმარხა.

ბლოგერმა კუბოში 2 დღე-ღამეზე მეტი გაატარა. აღსანიშნავია, რომ სათავსო საგანგებოდ ჰქონდა შემზადებული, სადაც ვენტილაციის სისტემაც მუშაობდა. ასევე, ბიჭს მომარაგებული ჰქონდა საჭმელი და წყალი.

გარდა ამისა, დონალდის ჯანმრთელობასა და მდგომარეობას ექიმები აკონტროლებდნენ. მასთან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ მეგობრებიც. 

დამარხვიდან 30 საათის შემდეგ MrBeast-ი ზურგის ტკივილზე, კლაუსტროფობიასა და ცუდ სუნზე წუხდა. 

თუმცა დონალდსონმა მიწისქვეშ 50 საათზე მეტი მაინც გაატარა. 

ვიდეოს წყარო: MrBeast-ის არხი