"შემოხვალ თუ არა, კოვიდი აღარ არსებობს" - ფარულად გადაღებული კადრები მდიდრული წვეულებიდან
14:56 / 08-04-2021
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მსგავსი შეკრებები, რომლებიც კოვიდრეგულაციებს არღვევს, სრულიად მიუღებელია.
საფრანგეთში ე.წ. ლოქდაუნი მესამეჯერ, 3 აპრილს ამოქმედდა.
გავრცელებულ კადრებში ოფიციანტი წვეულებაზე სტუმრის სტატუსით მისულ ჟურნალისტს ეუბნება: "ადამიანები, ვინც აქ მოდიან, ნიღბებს არ ატარებენ... შემოხვალ თუ არა, კოვიდი აღარ არსებობს".