X
ემოციური ვიდეოკადრები - გურამ დოჩანაშვილი სამების ტაძრიდან ტაშით გააცილეს
15:26 / 06-04-2021
ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები. ასევე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. დოჩანაშვილის ოჯახს ასევე მიუსამძიმრეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებმაც.

გურამ დოჩანაშვილი სამების ტაძრიდან ტაშით გააცილეს.

გურამ დოჩანაშვილს, მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".

გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია - „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“, "თავფარავნელი ჭაბუკი", "ლოდი ნასაყდრალი".
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს არის სენსაცია! ნიკა მელია შეიძლება ვიხილოთ მმართველ გუნდში... მელიაც და კობახიძეც სწორ ნაბიჯებს დგამენ“ - ლელა კაკულია ვიდეოს აქვეყნებს
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
ნინო ჩხეიძისა და ირაკლი კაკაბაძის ახალმა დუეტმა ინტერნეტი ააფეთქა - რა მოხდა გადაცემის მსვლელობისას?
“თოვლჭყაპია რა, გუნდა არ კეთდება არაფერი“ - კახა კალაძე სოციალურ ქსელში მორიგ ხუმრობას აქვეყნებს
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
"ჩავარდა ეს ეთერი, მორჩა კინო... მთავარია, რომ არ გამაგდონ სამსახურიდან“ - ჟურნალისტმა და რესპოდენტმა პირდაპირ ეთერში სიცილი ვერ შეიკავეს 
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო