X
"ეს ქალი გუშინ ისეთი სიტყვებით "მეტყველებდა" უზრდელად, როგორც იმ "ჩანაწერში" - თაკო ჩარკვიანი სალომე სამადაშვილზე
17:12 / 08-04-2021
"მართლა რანაირად მოახერხა იმ სააკაშვილმა, რაც მოახერხა - სახელმწიფო ინსტიტუტების შენებას ვგულისხმობ. აბა, შეცდომები როგორ არ ექნებოდა, თუნდაც ეს "ქალი" რომ ელჩად ჰყავდა, შეცდომა იყო, აბა, რა", - ამის შესახებ თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის შესასვლელთან სალომე სამადაშვილი მრავალი ადამიანის თანდასწრებით უწმაწური, უშვერი სიტყვებით მეტყველებდა.

"ენმ-ის ოცეულის წევრი სალომე სამადაშვილი მეკითხება - "მიშას რატომ იცავთ, ქალბატონო თაკო?" ამას მეკითხება ის პოლიტიკოსი, იმ "9 წლის" მანძილზე რომ თბილად იყო გასუსული. "ამ ცხრა წლის" მანძილზე რომ საკანონმდებლო ორგანოში იყო ასევე თბილად და ენმ-ის ამომრჩეველს, ანუ საკუთარ ამომრჩეველს რომ ბრბო უწოდა ("სუნიანი, დაუბანელი ხალხის გვერდით რა მინდაო" - ვციტირებ), სიაში გუბაზ სანიკიძის გვერდით რა მინდაო და უშვერი სიტყვებით ლანძღავს საკუთარ ლიდერს - სააკაშვილს.

აი, ეს ქალი მეტყველებდა გუშინ ტვ-ის შესასვლელ კიბეებზე მრავალი ადამიანის თანდასწრებით უწმაწური, უშვერი სიტყვებით. აი, ზუსტად ისეთი სიტყვებით "მეტყველებდა" უწმაწურად, უზრდელად, როგორც "ქუჩის სალდაფონი", როგორც იმ "ჩანაწერში" მეტყველებს, ზუსტად ისე და ეს ქალი იყო წლების მანძილზე ელჩი, ანუ ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდა (ჩაწერეს, გადაიღეს კიდეც მისი გუშინდელი "გამოხდომა" მეტყველება, ლექსიკა ტელეფონით გადაიღეს - ჩემ გვერდით მყოფმა ადამიანმა).

გახსოვთ, "სიაში ვიღაც ბანძებთან რა მინდაო", თქვა, მაგრამ მერე რომ შეიყვანეს ოცეულში შევიდა. მართლა რანაირად მოახერხა იმ სააკაშვილმა, რაც მოახერხა - სახელმწიფო ინსტიტუტების შენებას ვგულისხმობ. აბა, შეცდომები როგორ არ ექნებოდა, თუნდაც ეს "ქალი" რომ ელჩად ჰყავდა, შეცდომა იყო, აბა, რა", - წერს ჩარკვიანი.

 

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს არის სენსაცია! ნიკა მელია შეიძლება ვიხილოთ მმართველ გუნდში... მელიაც და კობახიძეც სწორ ნაბიჯებს დგამენ“ - ლელა კაკულია ვიდეოს აქვეყნებს
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
ნინო ჩხეიძისა და ირაკლი კაკაბაძის ახალმა დუეტმა ინტერნეტი ააფეთქა - რა მოხდა გადაცემის მსვლელობისას?
“თოვლჭყაპია რა, გუნდა არ კეთდება არაფერი“ - კახა კალაძე სოციალურ ქსელში მორიგ ხუმრობას აქვეყნებს
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
"ჩავარდა ეს ეთერი, მორჩა კინო... მთავარია, რომ არ გამაგდონ სამსახურიდან“ - ჟურნალისტმა და რესპოდენტმა პირდაპირ ეთერში სიცილი ვერ შეიკავეს 
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო