“ჩხრეკს შავებში ჩაცმული პოლიცია და პოლიციაში გადაჰყავს იმ მიზეზით, რომ ჯიბეში ღვინის გასახსნელი ედო“ - რა მოხდა თარხნიშვილის ქუჩაზე?
19:48 / 08-04-2021
ნაჯა ორაშვილი ვიდეოს ავრცელებს და წერს:
“თარხნიშვილზე Tekuna Gachechiladze-ის ღვინის ახალი რესტორნის კარებთან, რესტორნის მფლობელს ჩხრეკს შავებში ჩაცმული პოლიცია და პოლიციაში გადაჰყავს იმ მიზეზით, რომ ჯიბეში ღვინის გასახსნელი ედო. პანდემიაში, ქვეყანა თავზე რომ გვენგრევა, პოლიციის რესურსი ამ წარმოუდგენელ აბსურდში იხარჯება.“