loader

რამ გამოიწვია ჩეჩნეთის ყოფილი მერის გარდაცვალება - რა ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამ გამოიწვია ჩეჩნეთის ყოფილი მერის გარდაცვალება - რა ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია

ჩეჩნეთის ყოფილი მერი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იბრაგიმ ტემირბაევმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდიდან გადავარდა. ამ ვერსიას არ ეთანხმებიან რაზმან კადიროვის მოწინააღმდეგეები. მათი ვარაუდით, ყოფილი მერის გარდაცვალება ჩეჩნეთის პრეზიდენტის სახელთანაა დაკავშირებული.

ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერის განცხადებით, კადიროვსა და იბრაგიმს შორის ურთიერთობა განსხვავებული შეხედულებების გამო დაიძაბა. მერის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ კი ის არაოფიციალურად დააპატიმრეს და წელიწად-ნახევარი არგუნის კოლონიაში გამოკეტეს.
იბრაგიმის გარდაცვალების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ გავრცელდა კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, მერის სტუმარმა კედელზე ჩამოკიდებულ კადიროვის პორტრეტს ხუმრობით წარმოარტყა, რაზეც მასპინძელს რეაქცია არ ჰქონია. აღნიშნული შემთხვევა ჩეჩნეთის პრეზიდენტის ყურამდე მივიდა და მერის მკვლელობა განიზრახა.

ბლოგერის თქმით, რომელსაც კადიროვის მოწინააღმდეგეებიც ეთანხმებიან, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ადამიანთა კლდიდან გადაჩეხვა და გარდაცვალება ნაცნობი ხელწერაა. 2016 წელს გროზნოს უნივერსიტეტის ლექტორი ხიზირ ეჟიევი, რომელიც ჩეჩნეთის პოლიტიკის მთავარი კრიტიკოსი გახლდათ, იმავე ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.

ამ დრომდე რამზან კადიროვს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია და ბრალდებები არ უარუყვია.


ავტორი: ნინი გოგიშვილი