loader

წარმოუდგენელი კადრები - ვულკანის ამოფრქვევის გამო ახლოს მდებარე სოფლებიდან 16 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წარმოუდგენელი კადრები - ვულკანის ამოფრქვევის გამო ახლოს მდებარე სოფლებიდან 16 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ სენტ-ვინსენტზე ერთ-ერთი უძველესი ვულკანი სუფრიერი ამოიფრქვა, რის გამოც ახლოს მდებარე სოფლებიდან 16 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამასთან, მცირე ამოფრქვევები რამდენჯერმე განმეორდა, რამაც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე დატოვა.

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კუნძულის მიმდებარე ტერიტორიის შენობები და გზები თეთრი ფერფლითაა დაფარული, რის გამოც მოსახლეობას ავტომანქანებით გადაადგილება უძნელდება.

ექსპერტები ვულკანის კიდევ ერთხელ ამოფრქვევასა და ფერფლის დასახლებულ პუნქტებამდე მიღწევას მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ.

ვულკანი ათწლეულების განმავლობაში მიძინებული იყო, თუმცა გააქტიურების ნიშნები გასული წლის დეკემბრიდან გამოავლინა. სულ ბოლოს, 1902 წელს, სუფრიერის ამოფრქვევას 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


ავტორი: ნინი გოგიშვილი