loader

"ზოგიერთებს ავიწყდებათ, რომ იმ "სხვას" 20 ივნისის შემდეგ როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა" - დიმიტრი სამხარაძე გიორგი გახარიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზოგიერთებს ავიწყდებათ, რომ იმ "სხვას" 20 ივნისის შემდეგ როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა" - დიმიტრი სამხარაძე გიორგი გახარიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ პარტიის დატოვებას და ექსპრემიერ გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ გუნდში გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დავიწყოთ იმით, რომ..." მეცინება, როდესაც ვინმე ამბობს, "ოცნებამ" სხვისი სახელის და რეიტინგის წყალობით გაიმარჯვა არჩევნებშიო. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა იყო პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში იმ "სხვისის" გუნდის წევრები, თავმჯდომარის სახელის და რესურსის გამოყენებით დარბოდნენ. მიუხედავად ამისა, იმ "სხვამ" მისიანებს პირველ ტურშიც კი ვერ მოაპოვებინა გამარჯვება.

ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ იმ "სხვას", რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა. მე თუ მკითხავთ, თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას, რომ იმ "სხვის" მაგრობა დამემტკიცებინა ყველასთვის, მაგრამ სადაა მასე... სიმართლე კაცური ასეა! ერთი სიტყვით, ყველა ერთგულ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიკეთეს არ ივიწყებს".