loader

"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?


ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ჩვენ­ზე ბევ­რად მკაც­რი "ლოკ­და­უ­ნია",- ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"რო­გორც ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა,ისე­ვე ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად მზა­დაა. გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვაქვს, რომ თუ მე­სა­მე ტალ­ღა ვერ ავი­ცი­ლეთ თა­ვი­დან, ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გე­ბა კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი, ბუ­ნებ­რი­ვია გა­და­ივ­სე­ბა.
მინ­და მივ­მარ­თო მო­სახ­ლო­ე­ბის იმ მცი­რე ნა­წილს, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვო­ბის გამო, ან შეგ­ნე­ბუ­ლად, იმის­თვის რომ უნ­დობ­ლო­ბა და­თე­სონ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ექი­მე­ბის, ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ, "აი ჩვენ­თან არის ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად, ჩვენ­თან არ ზრუ­ნა­ვენ ხალ­ხზე და უცხო­ეთ­ში შე­ზღუდ­ვე­ბი და „ლოკ­და­უ­ნე­ბი“ არ არის“ რა ლოკ­და­უ­ნე­ბი არ არის?! გა­და­ხე­დეთ რომ მიხ­ვალთ სახ­ლში ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ჩვენ­ზე ბევ­რად მკაც­რი „ლოკ­და­უ­ნია“.

გუ­შინ „ფე­ის­ბუქ­ზე“ ერთი ჯგუ­ფი წერ­და „ ნა­ხეთ, ჩე­ხე­თის მთავ­რო­ბამ მოხ­სნა „ლოკ­და­უ­ნი“ აი ასე­თი მთავ­რო­ბა უნდა, რო­მე­ლიც თა­ვის ხალ­ხზე ზრუ­ნავს, აბა ჩევ­ნი მთავ­რო­ბა ამას ხომ არ გა­ა­კე­თებს?!“ სინ­დი­სიც კარ­გი სა­ქო­ნე­ლია! რა ჩე­ხეთ­ზეა სა­უ­ბა­რი?! მათ სა­ნა­ხევ­როდ მოხ­სნეს. ჩე­ხე­თი რჩე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ქვეყ­ნად, უმ­კაც­რე­სი „ლოკ­და­უ­ნი“ იყო, რო­მე­ლიც ჩვენ­თან არ იყო“,-აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.