loader

ევროკავშირის ქვეყნები სამგზავრო კოვიდპასპორტების შემოღებაზე ოფიციალურად შეთანხმდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროკავშირის ქვეყნები სამგზავრო კოვიდპასპორტების შემოღებაზე ოფიციალურად შეთანხმდნენ


ევროკავშირის ქვეყნები სამგზავრო კოვიდპასპორტების შემოღებაზე ოფიციალურად შეთანხმდნენ. სერტიფიკატები საშუალებას მისცემს ვაქცინირებულ მოქალაქეებს, კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულებს ან მათ, რომლებსაც კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ, ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მარტივად იმოგზაურონ.

წევრ სახელმწიფოთა შეთანხმებას ახლა უკვე ევროპარლამენტი უნდა დაეთანხმოს, რის შემდეგაც საკითხების დეტალებზე შეთანხმება მაისში მოხდება. ევროკავშირის ქვეყნებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ტურიზმის ხელახალი გახსნისთვის მიიღეს.

დანიამ დამოუკიდებლად უკვე მიიღო გადაწყვეტილება. კერძოდ, 1-ლი მაისიდან მოქალაქეები, მათ შორის, ტურისტები, დაინფიცირების დაბალი მაჩვენებლის მქონე ევროკავშირის ან შენგენის ზონის ქვეყნებიდან დანიაში შესვლას კოვიდ 19-ზე აღებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისა და კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად იქნებიან ვაქცინირებულები.



ავტორი: ნინი გოგიშვილი