X
"სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო" - ნიკა გვარამია
17:31 / 16-04-2021
"სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო" - ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

"მთავარი არხის" დირექტორის თქმითვე, მან პროკურატურას მიმართა, რომ თანხმობა მიეცათ ავსტრიაში წასვლაზე, რაზეც უარი მიიღო.

ნიკა გვარამიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

"მოგეხსენებათ, ჩემი სამარცხვინოდ პოლიტიკური სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს და სრულიად გაურკვეველი მიზეზით, პროკურატურის თანხმობა მჭირდება ქვეყნის დასატოვებლად (ეს დამატებითი სანქცია ცალკე მტკიცებულებაა, რომ საქმე პოლიტიკურია). სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო. რამდენიმე თვეა, ვცდილობ ჩემი ჯანმრთელობის პროლემების მოგვარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ. ამიტომ დამჭირდა უცხოელი ექიმების ჩარევა.

ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვახერხე და კოვიდით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ავსტრიელმა ექიმებმა ჩამინიშნეს აუცილებელი კვლევები, რომლებიც აქ, სამწუხაროდ, არ ტარდება და სრულიად აუცილებელია ჩემი მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და განკურნებისთვის. ჩემი ავსტრიელ ექიმებთან კომუნიკაციის შედეგად, მათ ჩათვალეს, რომ მე მჭირდება მათი "სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა" (ციტატა მათი წერილიდან) და კონკრეტული კველვები და სამედიცინო პროცედურები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამგვარი აუცილებლობის გამო, ავსტრიის სახელმწიფომ მომცა ქვეყანაში შესვლის სპეციალური და საგამონაკლისო საშვი.

პროკურატურას წარვუდგინე ავსტრიელების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია და მივმართე მოთხოვნით, რომ მოეცათ თანხმობა, ერთი კვირით დამეტოვებინა ქვეყანა. ეს არც სასამართლო პროცესების მიმდინარეობას აფერხებს და ცხადია არც სადმე გაქცევას ვაპირებ. სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე პროკურატურისგან მივიღე უარი. დასაბუთება - არავითარი: მიმალვის საფრთხე. სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა არ მუშაობს. და რა მუშაობს აბა, სიკვდილი, როგორც აბსოლუტური საჭიროება?" - წერს გვარამია.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს რომ აქვს კირჩხიბს, მე ასეთი არ ვიცი რა“ - როგორ ახასიათებს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს და რა თვისებებს აიღებდა მათგან?
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
ნინო ჩხეიძისა და ირაკლი კაკაბაძის ახალმა დუეტმა ინტერნეტი ააფეთქა - რა მოხდა გადაცემის მსვლელობისას?
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო