loader

"იდი, ნა...ი, ამ წერით ვერაფერს შეცვლით; ამ წამს 1000 ლარი დაკარგეთ" - რას სწერენ დაზარალებულებს ის ადამიანები, რომლებმაც ასობით ადამიანს მოტყუებით ათასობით ლარი გამოსძალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იდი, ნა...ი, ამ წერით ვერაფერს შეცვლით; ამ წამს 1000 ლარი დაკარგეთ" - რას სწერენ დაზარალებულებს ის ადამიანები, რომლებმაც ასობით ადამიანს მოტყუებით ათასობით ლარი გამოსძალეს

27 წლის მაკა ახალაძე ორი დღის წინ თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდა.

როგორც მაკა ამბობს, სოციალურ ქსელში აღმოაჩინა "ფეისბუკგვერდი", რომელიც მობილურ ტელეფონებს მისთვის ხელსაყრელ ფასად ყიდდა. ამიტომ გადაწყვიტა, "აიფონ 8" სწორედ ამ გზით შეეძინა. დაუკავშირდა გვვერდის ადმინს და თანხა, 690 ლარის ოდენობით, წინასწარ გადარიცხა.

როცა მისი ნივთი დათქმულ დროს არ მიუტანეს, კიდევ ერთხელ მისწერა საყვედურით და მისგან ასეთი პასუხი მიიღო.





ოპერატორი: ზაკო გენებაშვილი

მონტაჟი: სანდრო შუღლაძე