loader

საგანგებო გაფრთხილება მშობლებს: შესაძლოა, ამ ჯგუფში თქვენი არასრულწლოვანი შვილიცაა - "დაბალი და მახინჯი ვარ და რად მინდა სიცოცხლე-მეთქი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგებო გაფრთხილება მშობლებს: შესაძლოა, ამ ჯგუფში თქვენი არასრულწლოვანი შვილიცაა - "დაბალი და მახინჯი ვარ და რად მინდა სიცოცხლე-მეთქი"

არ ვიცი, საიდან აღმოვჩნდი ამ ჯგუფში, მაგრამ 13-14 წლის ბავშვები ისეთებს პოსტავენ, შოკი მაქვს. ბოლო რამდენიმე დღეა მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად შეხვდებით. დედები სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ არსებობს დახურული ჯგუფი, სახელად "გოგოშკები", სადაც 10 000-ზე მეტი არასრულწლოვანი გოგონაა გაწევრიანებული. არასრულწლოვნები სხვადასხვა თემას ხშირად განიხილავენ.
ერთ-ერთი სქრინშოთი, რომელიც სოციალურ ქსელში ამ დახურული ჯგუფიდან გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, სუიციდის მცდელობას ეხება.
„თვითმკვლელობის მცდელობა თუ გქონიათ და რატომ?
პოსტს უამრავი არასრულწლოვანი გოგონა გამოეხმაურა. როგორც მათი კომენტარებიდან ირკვევა, უმრავლესობას სუიციდის მცდელობა ერთხელ მაინც ჰქონია.