loader

ტრაგედია ზესტაფონში - მატარებელი მოზარდს დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ზესტაფონში - მატარებელი მოზარდს დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

ზესტაფონში მოზარდს მატარებელი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში მოხდა.

დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.