loader

"ამ უნამუსობას არ გაპატიებთ, დამეცა ტალახიანი ფეხებით, წვიმაში..." - ბესო ზანგური ახალ პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ უნამუსობას არ გაპატიებთ, დამეცა ტალახიანი ფეხებით, წვიმაში..." - ბესო ზანგური ახალ პოსტს აქვეყნებს

მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილმა მეუღლემ, ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ მასთან სახლში სოციალური სამსახურის მუშაკები მივიდნენ და დაინტერესდნენ, რა მდგომარეობაში არიან მისი შვილები.

"სოც სამსახური დამეცა ტალახიანი ფეხებით წვიმაში, ლაფში, შემოვალთ ბავშვები რა მდგომარეობაში გყავთო... პოლიციის პიკაპით! როგორც მოვიდნენ ისევე გავუშვი, ოღონდ არავითარი სახლში შემოშვება. როდემდე ვიტანოთ ფსიქოლოგიური ტერორი ოჯახმა????გეკითხებით.
გულის ამრევია ეს ყველაფერი უკვე და ზედმეტი მოგდით მე მითქვამს. ძალიან ძვირად დაგიჯენთ ჩემი ოჯახის ფსიქოლოგიურ ტერორს.  ეს არ არის მუქარა სამართლებრივი გზით მოგყვებით იცოდეთ და ამ უნამუსობას არ გაპატიებთ!!" - წერს ბესო ზანგური.