loader

“დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩნდნენ შეიარაღებული ოკუპანტები... დარჩა ორკების 3-4 კაციანი ჯგუფი, ადამიანებზე სანადიროდ გაწვრთნილ გერმანულ ნაგაზთან ერთად“ - რა ხდება ქარელის რაიონის, სოფელ ტახტისძირში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩნდნენ შეიარაღებული ოკუპანტები... დარჩა ორკების 3-4 კაციანი ჯგუფი, ადამიანებზე სანადიროდ გაწვრთნილ გერმანულ ნაგაზთან ერთად“ - რა ხდება ქარელის რაიონის, სოფელ ტახტისძირში?

დავით ქაცარავა ვიდეოს აქვეყნებს და წერს: 

“გუშინ, 20 აპრილს, ოკუპანტებმა განაგრძეს ბორდერიზაციის პროცესი ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში.
დღეს, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"ს მონიტორინგის ჯგუფი დილიდან პატრულირებდა სოფელ ტახტისძირში ჟურნალისტებთან და პოლიციელებთან ერთად.
დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩნდნენ შეიარაღებული ოკუპანტები, რომლებმაც აქტივისტების, ჟურნალისტების და პოლიციელების დანახვაზე მალევე დატოვეს იქაურობა.
თუმცა, ოკუპაციის ხაზის მახლობლად დარჩა ორკების 3-4 კაციანი ჯგუფი, ადამიანებზე სანადიროდ გაწვრთნილ გერმანულ ნაგაზთან ერთად, რაც შეიძლება, ჩვენს მოქალაქეებზე ნადირობას მოასწავებდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ოკუპანტები აგრესიული მოქმედებებისგან თავს იკავებენ მაშინ, როდესაც ხედავენ საზოგადოების მზაობას, თუნდაც შიშველი ხელებით დაიცვას საკუთარი მიწა-წყალი.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას სოფელ ტახტისძირში და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ.
ძალა ერთობაშია
ბრძოლას ყოველთვის აზრი“ - წერს ქაცარავა.