loader

გარკვეული შეზღუდვების გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯანდაცვის მინისტრი განმარტებას აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარკვეული შეზღუდვების გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯანდაცვის მინისტრი განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულზე რადიკალური, კატეგორიული შეზღუდვები არ იქნება. მინისტრის ინფორმაციით, დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები, საბჭო ორშაბათს იმსჯელებს.

"ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს. მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს ორშაბათს, კოვიდსაბჭოს ფორმატში, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია", - განაცხადა ტიკარაძემ.