loader

"ცოტა დაფიქრდით, რა არის მოსაწონი?! ქვები ჯიბეში ჩაიდეთ, მაინც ავიცილებ" - რას პასუხობს 29 წლის გოგო იმ ადამიანებს, რომლებმაც მის ფოტოზე ნეგატიური კომენტარები დაწერეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოტა დაფიქრდით, რა არის მოსაწონი?! ქვები ჯიბეში ჩაიდეთ, მაინც ავიცილებ" - რას პასუხობს 29 წლის გოგო იმ ადამიანებს, რომლებმაც მის ფოტოზე ნეგატიური კომენტარები დაწერეს

ეს 29 წლის გვანცა ამურველაშვილია, რომლის მოულოდნელად გადაღებულ, სრულიად უწყინარ ფოტოს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა.

გვანცა ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა. იმის გამო, რომ ხშირად არ სცალია კითხვისთვის, ავტობუსის გაჩერებაზე, როცა ტრანსპორტს ელოდებოდა და მის 7 თვის რატისაც ჩაეძინა, გადაწყვიტა, ავტობუსის მოსვლამდე დრო ფუჭად არ დაეკარგა და "ვეფხისტყაოსანი" წაეკითხა, რომელიც სკოლის ასაკის შემდეგ არ წაუკითხავს.

წიგნის კითხვის დროს კი ეს კადრი ფოტოგრაფმა დააფიქსირა, რასაც შემდგომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვა. გვანცა ამბობს, რომ ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ელოდა.