loader

"მე "ჯიპი" არ მყავს, მე მყავს "ტოიოტა"... სადაც მე ვცხოვრობ, იქ ერთხიდიანი მანქანა რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დადის" - მეუფე ნიკოლოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე "ჯიპი" არ მყავს, მე მყავს "ტოიოტა"... სადაც მე ვცხოვრობ, იქ ერთხიდიანი მანქანა რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დადის" - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზმა "ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "ყვითელი დილა", ჯიპებისა და სამღვდელოების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თავად არა "ჯიპი", არამედ "ტოიოტა" ჰყავს:

"თვითონ საკითხის ფორმულირება, ასე ვთქვათ, ჯიპები - თავისთავად ძალიან დიდ ნეგატივს იწვევს. ჯიპები კი არა, ორხიდიან მანქანებზეა ალბათ ლაპარაკი, ხომ? იმიტომ, რომ ჯიპი ხომ ფირმაა?!

მე ჯიპი არ მყავს, "ტოიოტა" მყავს. რაც შეეხება იმას, უნდა მყავდეს თუ არა მე ორხიდიანი მანქანა, ერთხელ მაინც თუ მესტუმრება ადამიანი, სად ვცხოვრობ, ყველა კითხვა გაუქრება იმიტომ, რომ ერთხიდიანი მანქანა წლის რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემთან ვერ დადის“, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

წყარო: ფორმულა