loader

"საკმარისია! ძალიან შორს წახვედით უკვე! ძალიან ზედმეტებში" - თინა ხიდაშელი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საკმარისია! ძალიან შორს წახვედით უკვე! ძალიან ზედმეტებში" - თინა ხიდაშელი მიმართვას ავრცელებს

თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"ტრაგედიები ერთმანეთს არ დარდება. არც სახელმწიფოს სახელით ჩადენილ დანაშაულს აქვს ახსნა და გამართლება. პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია და ყველას ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად უნდა მოეთხოვოს.

მჯერა, იმ ადამიანების ნაწილი მაინც, რომელიც დღეს ჯალათებს ამნისტია არ უნდა შეეხოსო ამბობს, გულწრფელია ემოციებშიც და განზრახულობაშიც. მათ შორის წარმოიდგინეთ და 26 მაისს ორი მიცვალებულის დამტოვებლების დღევანდელი წუხილის გულწრფელობისაც კი მჯერა.

მაგრამ აი, ეს მაგრამ სულ იქნება. მგონი, საკმარისია გაშვერილი თითი 26 მაისს ფარდულზე ორი მიცვალებულის დამტოვებელი დეპუტატების, მინისტრების, მინისტრის მოადგილეების და გულხურვალე ნაცებისგან! საკმარისია! ძალიან შორს წახვედით უკვე! ძალიან ზედმეტებში! და თან, ისე რომ ისევ იქ ხართ, 0 მცდელობა იპოვოთ გამოსავალი, ყველა მცდელობა თითგაშვერილებმა სხვებს ლაფი ასხათ!

გამოსავალი ეძებეთ, თორემ თქვენც მოგტეხენ მაგ თითს და არც ამ ქვეყანას უჩანს შანსი უკეთესობის. როგორ არ დაგღალათ ამ ფსევდო გმირობანამ და თითის შვერამ", - წერს ხიდაშელი.