loader

ზურაბ გურული პანდემიასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ გურული პანდემიასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პანდემიასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

"ამერიკაში უკვე სერიოზულად შესუსტდა პანდემია. მოზრდილთა 37% უკვე სრულად აცრილია, 54 %-ს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა.

ახლა მთავარია, ბავშვების ვაქცინაციაც ასევე წარმატებით განხორციელდეს და დაავადების გავრცელების ყველა წყარო ამოიკეტება რამდენიმე თვეში. ამჟამად "ფაიზერის" ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. დიდი ალბათობით, FDA მალე გასცემს ავტორიზაციას 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინის გამოყენებაზე.

ყველაზე სასიამოვნო ცნობა კი, ალბათ, "ფაიზერის" მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებაა, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია გამოუშვებს წამალს, რომელიც კოვიდის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიღებისას მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება.

კლინიკური კვლევის პროცესი ამ წამლის გამოსაცდელად უკვე დაიწყო მარტის პირველ რიცხვებში და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, FDA, დიდი ალბათობით, დაუბრკოლებლად დაამტკიცებს მისი გამოყენების უფლებას.

ეს წამალი ე.წ. პროტეაზების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, იმავე კლასისაა, რომლებსაც "ც" ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ იყენებენ და თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად. ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს... მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", - წერს ზურაბ გურული.