loader

“ჩემი ვარაუდით, საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია!“ - გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩემი ვარაუდით, საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია!“ - გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ფეისბუქ ლაივში ინდური შტამის შესახებ საუბრობს. 

“რაც შეეხება ინდოეთს, ჩემი ვარაუდით, საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია. მალე, ალბათ, ოფიციალურადაც დამეთანხმებიან. ხომ გახსოვთ, იანვარში რომ ვთქვი, ბრიტანული შტამი შემოვიდა-თქო, გამლანძღეს, დღეს კი თვითონვე ამბობენ, რომ ბრიტანული შტამი 90%-ითაა გავრცელებული.

მსოფლიოში მოგზაურობდნენ და გადაჰქონდათ ვირუსი. დღეს უკვე 20 ქვეყანაში დაფიქსირდა ეს ვირუსი, ჩვენთან ლაბორატორიებმა რომ კვლევები დაიწყონ, ამ ვირუსს იპოვიან. საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად.“ - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.