loader

“ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ...“ - ეკო ფანგანი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ...“ - ეკო ფანგანი საგანგებო მიმართვას ავრცელებს


“ვისაც აცრა არ გინდათ, ნუ აიცრებით, ოღონდ ჩვენ დაგვანებეთ თავი რა. ტყუილებს და ჭორებს ნუ ავრცელებთ გარდაცვლილებზე.
არაფერი აცრა არ ჰქონდა გაკეთებული არავის, ვინც კოვიდით გარდაიცვალა.
მე ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ რადგან აღმსარებლობას ვაქცინაციას ადარებენ, მხოლოდ ამიტომ ვიტყვი, რომ ამ მარხვაში რამოდენიმეჯერ ვეზიარე და 11 მაისს ჩაწერილი ვარ სინოფარმის აცრაზე. იმედია, იქამდე ჯანმრთელად მივალ.
ჩემი მოძღვარი, რომელიც ბერია, მაგრამ თან ამავდროულად ქირურგი ტრავმატოლოგია (ყველგან ხალხის სამსახურშია), ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აიცრა, როგორც ექიმი. არამგონია, მასზე მეტი რწმენა ჰქონდეს ბევრს გულში.
რწმენა - სიყვარულია. სიყვარული სხვებზე ზრუნვაა.“ - წერს ეკო ფანგანი.