loader

"ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია" - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია" - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი ჩოგბურთელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.

"ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო, გილოცავ" - დაწერა ბასილაშვილმა "ფეისბუქზე" და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა. 

"კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს - ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია.“ - წერს ფოტოს კომენტარად ნეკა დოროყაშვილი.