loader

"მეზიზღება პასკა, ჩაქაფული, გალაკტიონი, ბახი… ახლა ჩაიქოლები; კიდევ კაი, ვიღაცამ გაბედა; ახლა შემოგივარდება სექტა" - ქეთი დევდარიანის „საყვარელი დიალოგები“ ონლაინაქტივობისა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეზიზღება პასკა, ჩაქაფული, გალაკტიონი, ბახი… ახლა ჩაიქოლები; კიდევ კაი, ვიღაცამ გაბედა; ახლა შემოგივარდება სექტა" - ქეთი დევდარიანის „საყვარელი დიალოგები“ ონლაინაქტივობისა

ქეთი დევდარიანის თქმით, ისევე, როგორც ყველას, მას ონლაინაქტივობის თავისი „საყვარელი ფორმატი” აქვს და ამ აქტივობის მაგალითი მოჰყავს. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ალბათ ყველას აქვს საყვარელი ფორმატები ონლაინაქტივობისა.
ჩემი საყვარელი დიალოგი ასე გამოიყურება
სტატუსი: 
მეზიზღება პასკა (გალაკტიონი, ბრეკინგ ბედი, იოჰან სებასტიან ბახი, კეიტ მიდლტონი, ანჟელა დევისი, გორან ბრეგოვიჩი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, მერილ სტრიპი, ჩაქაფული, მსხლის სალათი გორგონზოლათი)
კომენტარი:
აუ, კასკა გახურავს ? (ახლა ჩაიქოლები; კიდევ კაი ვიღაცამ გაბედა; ახლა შემოგივარდება სექტა)

და ლაივი, როცა ვინმე ფხაკაძე ან კვალიაშვილი გვერთვება და გვეუბნება :
- ცოტა დაფიქრდით, ხალხო !!!!!
-----
მინდა, რომ ეს ორი მომენტი ფბ-ზე, არასდროს მომიშალოს უფალმა." - წერს ქეთი დევდარიანი.