loader

ე.წ. კომენდანტის საათის დროს "ხინკლის სახლში" ქეიფი ხმაურითა და დაჯარიმებით დასრულდა - "ნასვამები იყვნენ და ცოტა აურიეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ე.წ. კომენდანტის საათის დროს "ხინკლის სახლში" ქეიფი ხმაურითა და დაჯარიმებით დასრულდა - "ნასვამები იყვნენ და ცოტა აურიეს"

რუსთავში, ე.წ. კომენდანტის საათის დროს "ხინკლის სახლში" ქეიფი ხმაურითა და ჯარიმებით დასრულდა. 

"ინფო რუსთავის" ცნობით, თოდრიას ქუჩაზე არსებულ კვების ობიექტში ერთ-ერთმა დასაქმებულმა განაცხადა, დაწესებულებაში ახალგაზრდები მათი ხელმძღვანელის მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ, ხმაურით ახლოს მდებარე კორპუსებში მცხოვრებლები შეწუხდნენ და პოლიციაში დარეკეს.

ადგილზე სამართალდამცველების გამოჩენამ ახალგაზრდები გააღიზიანა, რასაც მათსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცველებმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დამრღვევი რამდენიმე პირი დააჯარიმეს.