loader

“დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი საზარელი ავარიის შესახებ წერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი საზარელი ავარიის შესახებ წერს

კომპოზიტორი და მომრერალი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!!
აქამდე არასოდეს მოვხვედრილვარ ავარიში, არც დღეს მოვხვდი რაღაც სასწაულის დამსახურებით.
რედისონის გვირაბიდან მინიმუმ 130 (გინდ დაიჯერეთ გინდ არა) გამოვარდა ჯიპი და ჩემს წინ მანქანას ისეთი სიძლიერით შეეჯახა, მარტო ხმამ გმაოგნა და ვხედავ როგორ მოფრინავს ეს მანქანა და იმასაც ვხედავ როგორ მეცემა ზემოდან. მე აღარ ვიცი, მე მქონდა რეაქცია და რაიმე მანევრი გავაკეთე თუ თავზე გადამიფრინა ეს აღარ მახსოვს. გონზე რომ მოვედი გვირაბის შესასვლელთან ვიდექი და მთელი სხეული მიხტოდა. უკან გავიხედე და ძალიან ბევრი ხალხი იყო მისული. რა ბედი ეწია იმ მანქანებს არ ვიცი. გადარჩნენ თუ არა ეგეც არ ვიცი. ძალაც კი არ მქონდა რომ გადმოვსულიყავი.
მოკლედ, მგონია რომ ყველაფერი სხვანაირია მგონია რომ დღეს დავიბადე.
და რეალურად დავინახე რა წამიერია სიცოცხლე და რამდენად დასაფასებელია ადამიანი რომელიც ამ წამს ფუჭად არ ხარჯავს“ - წერს კომპოზიტორი.