loader

როდის უნდა ველოდოთ +35 გრადუსს? - საქართველოში ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის უნდა ველოდოთ +35 გრადუსს? - საქართველოში ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 12-14 მაისს, საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 12 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

"15 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში 15 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 12 მაისს +23, +25, ხოლო 13-15 მაისს +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.