loader

"მგონი, ახალი სინდრომი გამიჩნდა..." - თინა ხიდაშელი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მგონი, ახალი სინდრომი გამიჩნდა..." - თინა ხიდაშელი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

"ჩემი კოვიდ ისტორიები! ვიცი, გაგიხარდებათ და მგონი, უკვე შემიძლია ვიფიქრო, რომ 2 დღეა დადებითი დინამიკა მაქვს. ცოტათი ფეხზე ადგომაც დავიწყე და კლინიკაში მორიგ გამოკვლევებზე ჩემი ფეხით წავედი. თუ აღარაფერი გართულდა, და იმედია, აღარ გართულდება ჩემი ჯადოქარი ექიმების წყალობით, იქნებ სამიოდ კვირაში გამართულმაც კი ვიარო! ფრთხილი ოპტიმიზმით იმედიანად ვარ!!! ამასობაში, ძალიან ბევრი ხალხი გამომელაპარაკა "ავერსში", რაც ბუნებრივია მახარებს, მაგრამ მგონი, ახალი სინდრომი გამიჩნდა - არც ერთი ადამიანი არ მახსოვს, ვინც ნახევრად კონსპირაციული ხმით მიყვებოდა როგორ დაღუპეს მსოფლიო მასონებმა და ბოროტებმა. თქვენც ასე ხართ? " - წერს თინა ხიდაშელი.