loader

"ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არ ვაპირებ ენმ-ში დარჩენას... ინტელექტისგან დაცლილი პარტია მომავალს ვერ შექმნის" - სალომე სამადაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არ ვაპირებ ენმ-ში დარჩენას... ინტელექტისგან დაცლილი პარტია მომავალს ვერ შექმნის" - სალომე სამადაშვილი

"რა არის პარტიის ღირებულებები, რომლის პოლიტიკური საბჭოს წევრები ძალადობის მოწოდებებს წერენ საჯაროდ, ჩემთვის გაუგებარია", - ამის შესახებ სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მის პოსტზე დაწერილ კომენტარს ეხმაურება.

სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნანა გუნცაძემ სალომე სამადაშვილის სტატუსის კომენტარებში დაწერა, რომ "არავის არ აქვს უფლება შეზღუდოს მეორე ადამიანის უფლებები და განუწყვეტელი თავდასხმებით ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართოს მას".

მისივე თქმით, სალომე სამადაშვილი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანია და ის არავის მისცემს უფლებას, შელახოს მისი, როგორც პოლიტიკოსის და მოქალაქის უფლებები.

"მას იმის უნარიც აქვს, აღიაროს თავისი შეცდომებიც. ასეთი პოლიტიკოსი პარტიამ უნდა დაიცვას. ის დღეს, როგორც ენმ-ს, ასევე მთელ ოპოზიციურ სპექტრს ძალიან სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ნიკა მელიას ეს კარგად ესმის", - წერს ნანა გუნცაძე.

სალომე სამადაშვილის თქმით, ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის.

"ნანა, პრობლემა ისაა, როდესაც ამას ახალისებენ პოლიტიკური ლიდერები, იმის ნაცვლად, რომ მკაფიოდ გაემიჯნონ და პრტიმოფიციალური პოზიცია დააფიქსიროს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არ ვაპირებ ენმ-ში დარჩენას. რა არის პარტიის ღირებულებები, რომლის პოლიტიკური საბჭოს წევრები ძალადობის მოწოდებებს წერენ საჯაროდ, ჩემთვის გაუგებარია. სიმართლე კი ისაა, რომ ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის, თუმცა, შესაძლოა დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად, როგორც არის, უკვე დიდი ხანია", - წერს სალომე სამადაშვილი.