loader

"ამ საკითხის გარჩევა საკოორდინაციო საბჭოზე ბევრჯერ იყო საკმაოდ მწვავედ " - რას ამბობს ამირან გამყრელიძე მათზე, ვინც "კომენდანტის საათს" არღვევს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ საკითხის გარჩევა საკოორდინაციო საბჭოზე ბევრჯერ იყო საკმაოდ მწვავედ " - რას ამბობს ამირან გამყრელიძე მათზე, ვინც "კომენდანტის საათს" არღვევს?

"პანდემიამ ასწავლა კაცობრიობას სოლიდარობა და ასევე, დაანახა, რამდენად უსამართლოა საზოგადოება", - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ Forbes Georgia-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უსამართლობის ერთ-ერთი მაგალითია, როცა "კომენდანტის საათის" დროს არღვევენ კანონს.

"უსამართლობის საუკეთესო მაგალითია ვაქცინების განაწილება. უსამართლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როცა "კომენდანტის საათის" დროს ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება, რომლებიც არ უნდა გადაადგილდებოდნენ. კანონის დამრღვევს რომ უყურებს ადამიანი, ვინც კანონს პატიოსნად იცავს, ის ღიზიანდება და სწორედ ის ამბობს, რა საჭიროა "კომენდანტის საათი" მაშინო. ამ საკითხის გარჩევა საკოორდინაციო საბჭოზე ბევრჯერ იყო საკმაოდ მწვავედ", - აღნიშნა გამყრელიძემ.