loader

"აუ, რა თე**ად მითხარი, ვსიო - დამაკომპლექსე" - თამარ ჩერგოლეიშვილი და სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აუ, რა თე**ად მითხარი, ვსიო - დამაკომპლექსე" - თამარ ჩერგოლეიშვილი და სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თამარ ჩერგოლეიშვილი და სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსს მოჰყვა.

"სალომე სამადაშვილი ის ადამიანია, რომელიც სააკაშვილის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ნაცმოძრაობის ამომრჩეველს - ამტკიცებდა რომ მიშამ "პოლის ჯოხი" რომ დააყენოს, ხმებს ისიც მიიღებს, რომ სააკაშვილის ხსენებამდე, ყველამ პირი გამოირეცხოს.... კერძო საუბრებში, მეგობრებთან - ამის საპირისპიროს ამტკიცებდა, ყვებოდა როგორი დემონიზებულია მიშა დასავლეთში, როგორ არ გამოვა არაფერი სააკაშვილთან ერთად.

ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ეროვნულ თანხმობის და ამნისტიის საჭიროებაზე რომ ისაუბრა ბოკერიამ - ტანსაცმელი შემოიგლიჯა, როგორ ბედავთო - ამნისტიის მნიშვნელობა ყირაზე დააყენა. როცა საპარლამენტო მანდატით სარგებლობაზე მიდგა საქმე - 20 ივნისის მოძალადეების ამნისტიას დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა ხელისუფლებაში ისევ ბიძინაა. ხოდა, რომელი ხართ ეგეთი უტვინო, ამის სიტყვას რომ ენდობით?  გამოდით, გაგიცნოთ. (გიგას დაუსვეს კითხვა, ამის საუბარზე დაყრდნობით და გამეცინა)", - წერს ჩერგოლეიშვილი, რასაც სამადაშვილმა უპასუხა:

- უი, ელისო კილაძის პოსტი მეგონა და შენი ყოფილა.
- აუ, რა თე..ად მითხარი. ვსიო - დამაკომპლექსე.
- რამეს ვიტყუები?
- ყველაფერს. ეთიკას რომ შევეშვათ, მაგას აღარავინ ელოდება შენგან, დიდი ხანია. მაგრამ სრული დეგრედაციაც მძიმე საყურებელია. მეტს აღარ ვაპირებ გიპასუხო, აცრის შემდეგ დაცდის დროის გასაყვანად, საკმარისად გავერთე.
- სალომე, შენ რომ არ გევასები ეგ გასაგებია. არც მე მევასები. რას ვიტყუები, ეგ გკითხე სხვა არაფერი.