loader

"ამ გაჭირვების ჟამს არ გვქონდა ეს თანხა; ჩემი მანქანის კატალიზატორში 1500 ლარი შემომთავაზეს, ამას დავამატეთ კიდევ და ასე შეგროვდა 500 დოლარი" - თამრიკო ჭოხონელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ გაჭირვების ჟამს არ გვქონდა ეს თანხა; ჩემი მანქანის კატალიზატორში 1500 ლარი შემომთავაზეს, ამას დავამატეთ კიდევ და ასე შეგროვდა 500 დოლარი" - თამრიკო ჭოხონელიძე

ახლა რატომ გადაწყვიტეთ, ძაღლი გყოლოდათ?

– ახლა პატარა იორკი მყავს. დიდი თავგანწირვა შემძლებია – ელენეს ძალიან დიდ სურვილს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და ჩემი ინიციატივით შევიძინე ძაღლი. ძალიან პატარა იყო, 700 გრამს იწონიდა და ნელ-ნელა დავიწყე მისი შეხება, ბოლოს ხელშიც ავიყვანე და ამის ამსახველი ფოტო რომ გამოვაქვეყნე, მთელი საახლობლო შოკირებული მირეკავდა (იცინის). ნახევარი წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ და ჩემში დიდი გარდატეხა მოხდა. ელენეს ისე უნდოდა ეს ძაღლი, დავიწყეთ ძებნა მის შესაძენად და 500 დოლარად ვიპოვეთ. ამ გაჭირვების დროს არ გვქონდა ეს თანხა და სასაცილო ისტორია შეგვემთხვა – ჩემი მანქანის კატალიზატორში შემომთავაზეს 1 500 ლარი. ჩვენი „ფაქიზო“ აღმოჩნდა ჩემი კატალიზატორი, რომლისგან მიღებულ თანხას კიდევ დავამატე და ასე შეგროვდა 500 დოლარი, რომელმაც ელენე უზომოდ გააბედნიერა და მე ფობია გადამალახვინა.


წყარო: "თბილისელები"