loader

"პატრულის თანამშრომლებსაც კი გაუკვირდათ, ასეთი რაღაც არ გვინახავსო..." - რა შეემთხვა გიორგი ღოღობერიძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატრულის თანამშრომლებსაც კი გაუკვირდათ, ასეთი რაღაც არ გვინახავსო..." - რა შეემთხვა გიორგი ღოღობერიძეს


გვიან ღამით, გიორგი ღოღობერიძის მანქანა დააზიანეს. ექიმი ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს და დაზიანებული ავტომანქანის ფოტოს აქვეყნებს.

როგორც სტატუსიდან ირკვევა, ღოღობერიძის მანქანას ვიღაც დაეჯახა.

“დღეს დილით რომ გამოვედი, ჩემი მანქანის ბორბალი ქუჩის ბოლოში დამხვდა. გაჩერებულ ავტომობილზე ღამით ვიღაცა ისე დაჯახებია, რომ ჯიპს ბორბალი პირდაპირი მნიშვნელობით მოტყდა… კი არ მოძვრა, მოტყდა.

კომენდანტის საათის დროს მესმის, რომ ქუჩები თავისუფალია, მაგრამ ასეთი არანორმალური სიჩქარით მოძრაობა, არ ვიცი… პატრულის თანამშრომლებსაც კი გაუკვირდათ, ასეთი რაღაც არ გვინახავსო

იმედია, გამოძიება დროულად იმუშავებს. მსგავსი ადამიანები სხვების ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს”- წერს ღოღობერიძე.