X
"აუტანელია იმ საცოდაობის ყურება, რაც ჩემს ინბოქსში ხდება" - რას წერს ნანა გეგეჭკორი
19:01 / 15-05-2021
ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელიც  ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს სოციალურ ქსელში წერს: "ანალიზების მკურნალობა, კლინიკური კონტექსტის გარეშე, არის უმძიმესი შეცდომა.
ანალიზების დანიშვნა, კლინიკური ეჭვის, ან რაიმე კონკრეტული სკრინინგისთვის შესაბამისი ჩვენების გარეშე არის უმძიმესი შეცდომა.
"მაღალი დ-დიმერის მკურნალობა", კონკრეტული კლინიკური ახსნის გარეშე, არის უმძიმესი შეცდომა.
არ არსებობს ანტიკოაგულანტების ერთკვირიანი ან ორკვირიანი კურსი "დ-დიმერის ან ფიბრინოგენის სამკურნალოდ". ასეთი ტაქტიკა არის უმძიმესი შეცდომა.

პაციენტი არ არის ანალიზები. პაციენტი არის ცოცხალი ორგანიზმი, ერთდროულად მიმდინარე უამავი დინამიური პროცესით. ნებისმიერ კვლევას უნდა გააჩნდეს წინაპირობა ანუ კლინიკური ეჭვი (pre-test probability, clinical judgment). კვლევას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ის დაადასტურებს ან უარყოფს კლინიკურ ეჭვს და შეცვლის მკურნალობის ტაქტიკას.

P.S. აუტანელია იმ საცოდაობის ყურება რაც ჩემს ინბოქსში ხდება. ამდენი უსარგებლო კვლევა, ყოველგვარი კონტექსტის გარეშე. ამდენი არამიზნობრივად დანიშნული სისხლდენის მაღალი რისკის შემცველი პრეპარატები. უღარიბესი ბიუჯერის მქონე ადამიანების მიერ გაღებული ამხელა არამიზნობრივი ხარჯი." - წერს ნანა გეგეჭკორი.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს რომ აქვს კირჩხიბს, მე ასეთი არ ვიცი რა“ - როგორ ახასიათებს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს და რა თვისებებს აიღებდა მათგან?
ძალიან სასაცილო ისტორია - რა შეემთხვა გოგონას, რომელიც ნინო ქათამაძეს მიამსგავსეს
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“უჩივლებ მამულიჩ?“ - ლელა წურწუმიამ ქმარს “ორთაბრძოლაში“ მოუგო
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო