loader

"ეს სარკაზმი არ გეკადრება, ჩემთვის მოგეწერა, არ იქნებოდა ურიგო" - რუსუდან მუმლაძე ხათუნა ჟორდანიას პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს სარკაზმი არ გეკადრება, ჩემთვის მოგეწერა, არ იქნებოდა ურიგო" - რუსუდან მუმლაძე ხათუნა ჟორდანიას პასუხობს

უკაცრავად, მაგრამ რუსიკო მუმლაძე ვინ არის? – ამის შესახებ ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში წერს.

რაზეც მუსიკოსმა პოსტის კომენტარში უპასუხა: „ხათუნა, მგონი ბავშვობიდან მიცნობ და ჩემი “მოხელე-ნაჩალьნიკობაც ბავშვობიდან იცი. ეს სარკაზმი კი არ გეკადრება! ვფიქრობ, პირდაპირ ჩემთვის მოგეწერა, არ იქნებოდა ურიგო. ვისაუბროთ“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსუდან მუმლაძემ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი ქმრის ყოფილი მეუღლე მარინა ბერიძე მას ბლოკავს და ამის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

მისივე თქმით, მარინა ბერიძეს განქორწინების პროცესში, საყვარელი ადამიანის დაკარგვის ნაცვლად, რეპუტაციის შელახვა აღელვებდა.

ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მარინა ბერიძეს სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის ცნობადმა არაერთმა სახემ მხარდაჭერა გამოუცხადა.