loader

"პირველი მეც ეგ ასოციაცია გამიჩნდა" - რა ხდებოდა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირველი მეც ეგ ასოციაცია გამიჩნდა" - რა ხდებოდა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა

29 მაისს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის“ დაფუძნდება. ღონისძიება 17:00 საათზე, "ექსპო ჯორჯიას" შენობაში გაიმართება. თუ ვინ შეუერთდება გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას, ეს დაზუსტებით ხვალ გახდება ცნობილი.

თუმცა დღესვე გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანება დაადასტურა ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.