loader

"ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა "მეუფე" - მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა "მეუფე" - მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობს


სა­ქარ­თვე­ლოს ყოფილი მესამე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პოსს მე­უ­ფე ია­კობს პა­სუ­ხობს, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ "ქარ­თვე­ლი კაცი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დაბ­რუ­ნე­ბას არ და­უშ­ვებს".

პოსტს სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს.

"ემანდ ფრთხი­ლად, ეგ ია­რა­ღი რომ­ლის აღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ მთლად იქ არ აღ­მო­გაჩ­ნდეს სა­დაც მო­გე­წო­ნე­ბო­და "მე­უ­ფე".
იმე­დია ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი სა­სუ­ლი­ე­რო პირი გა­ე­მიჯ­ნე­ბა ამ უპ­რე­ცე­დენ­ტოდ სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბას!
მე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის რი­გი­თი შვი­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვარ ყვე­ლა სხვა მორ­წმუ­ნე ნა­ცი­ო­ნალ­თან და ზო­გა­დად ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ადა­მი­ან­თან ერ­თად და ველი დედა-ეკ­ლე­სი­ის­გან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და არა ორაზ­რო­ვან რე­ა­გი­რე­ბას" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სი ყვე­ლა­ზე დიდ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას აკ­რი­ტი­კებს და ამ­ბობს, რომ "ქარ­თვე­ლი კაცი მი­შას (სა­ა­კაშ­ვი­ლის) დაბ­რუ­ნე­ბას არ და­უშ­ვებს".

"ეს ორი პარ­ტია რომ არ იყოს, აი "ოც­ნე­ბა" და "ნაც­მოძ­რა­ო­ბა", ალ­ბათ ჩა­ტარ­დე­ბო­და უფრო სხვა­ნა­ი­რი არ­ჩევ­ნე­ბი. აი, შე­რი­გე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი რომ გან­ვი­ხი­ლოთ, ალ­ბათ ყვე­ლა ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, ყვე­ლა პარ­ტი­ი­დან, გა­რეთ რომ არი­ან, ყვე­ლა მოხ­ვდე­ბო­და, მაგ­რამ დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ქარ­თვე­ლი კაცი, გინ­და არ მოს­წონ­დეს მმარ­თვე­ლი პარ­ტია, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, მი­თუ­მე­ტეს, მი­შას დაბ­რუ­ნე­ბას არ და­უშ­ვებს, ია­რაღ­საც აი­ღე­ბენ ხელ­ში, ის რომ და­ი­წყონ იქი­დან მობ­რუ­ნე­ბა კა­ნო­ნით"- ამ­ბობს ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სი