loader

"ოჯახი ახლად შექმნილი ჰქონდათ, მეუღლე ავარიაში მოყვა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მეუღლე კი ორსულადაა" - ამბავი, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოჯახი ახლად შექმნილი ჰქონდათ, მეუღლე ავარიაში მოყვა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მეუღლე კი ორსულადაა" - ამბავი, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

"დაახლოებით 3 თვის წინ ძალიან დიდი განსაცდელი დაატყდა თავს მას და მის ახლად შექმნილ ოჯახს. ქრისტინეს მეუღლე მოყვა საშინელ ავარიაში, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. შეიძლება ამ ტრაგიკული ამბის შესახებ ბევრმა იცით კიდეც. 3 თვეზე მეტია, მისი მეუღლე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და იბრძვის საკუთარი სიცოცხლისთვის.

ავარიის შემდგომ დასჭირდა ფეხის სრული ამპუტაცია, შიდა ორგანოები დაზიანებულია უმძიმეს ფორმებში, სრულიად ჩამსხვრეულია ძვლები, დღემდე იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ორგანიზმში დღემდე მიმდინარეობს ანთებითი პროცესები და ამჟამინდელი მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე. მთავარია, რომ ეს სტაბილურობა შეინარჩუნოს ვანოს ორგანიზმმა, რისთვისაც საჭიროა ძალიან დიდი ფინანსები.

დღიური ხარჯი 3 ათას ლარს სცდება, რასაც ოჯახი ვეღარ უმკლავდება. არადა, სწორედ ახლა სჭირდება ვანოს მაქსიმალური დახმარება საზოგადოებისგან, მორალური, ფინანსური თუ ადამიანური, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება მას. ნამდვილი სასწაულია, რომ დღემდე ცოცხალია. მადლობა ღმერთს, გონზე მოვიდა და პირველი, რაც იკითხა, იყო, თუ როგორ არის მისი ჯერ კიდევ ქრისტინეს მუცელში მყოფი ბაია, რომელსაც ასე ძალიან ელოდებოდა მთელი 34 წლის მანძილზე. ძალიან გთხოვთ, უნდა გავერთიანდეთ ამ ტრაგედიის ირგვლივ და პატარას, რომელიც ძალიან მალე მოევლინება ამქვეყნად, შინ დავუბრუნოთ მამიკო.

თითოეული 1 ლარი არის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი
#GE66TB7995345061100079 თბს

ქრისტინე თოფურია
#GE16BG0000000498780148 საქ ბანკი
ქრისტინე თოფურია

პირადი ნომერი- 42001029950
0 901701590 საქველოქმედო ზარი (1 ლარი) რომელიც დღეიდან 5 დღე იმოქმედებს." - წერენ სოციალურ ქსელში.