loader

"ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ, უჟასი იყო ამის ყურება" - რა კადრებს აქვეყნებს სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ, უჟასი იყო ამის ყურება" - რა კადრებს აქვეყნებს სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში?

სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზე ბავშვები იმყოფებიან.

"მაპატიეთ ემოციური პოსტისთვის, მაგრამ დღეს მე და ჩემი მეგობრები რომ არა, არ ვიცი ეს ბავშვები დაბრუნდებოდნენ თუ არა სახლში ცოცხალი! ეს კადრი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ეს ბავშვები ჩადიოდნენ. ჩვენ მოპირდაპირე სახლში ვისხედით აივანზე, როდესაც ბავშვები გამოჩნდნენ. რას ცდილობდნენ ვერ გავიგე. მარტო იმას ვყვიროდით უკან შედითქო, ზოგი დარბოდა მოაჯირზე, ზოგი ესე იქნევდა ფეხს და ზოგი მთელი ტანით იწეოდა, რომ მივხვდით, უშედეგო იყო ყვირილი. დავრეკე 112 -ში საშველად. მეგონა, პატრული რეაგირებას მოახდენდა.

სულ მიტრიალებს იმ ბავშვის სიტყვები შაქარაშვილის საქმიდან - ბოლოს დავრეკე და გავაუქმეო, მორჩა ყველაფერი და რაღა აზრი ქონდაო... ზუსტად იგივე ნახევარი საათი ველოდეთ და კაციშვილი არ გამოჩენილა. რამიშვილის ქუჩაზე ხდება, არ დაგავიწყდეთ, სადაც ერთი წუთის გზაზეა პოლიცია.... ვაქვეყნებ კადრს, მხოლოდ იმიტომ რომ იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავის შვილი და მეტი ყურადღება მიაქციოს. მე ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ, უჟასი იყო ამის ყურება... რომ არ იცი როდის გადმოვარდება... დედა ვარ, მაპატიეთ და 10 000-მაგად იმოქმედა ამ ბავშვების დაუფიქრებელმა საქციელმა.... რაც შეეხება პატრულს, ჰო ვაქვეყნებ, რომ იცოდეთ, ფეხზე დაკიდება აღარ მოსულა. ამ ქვეყანაში ბევრია ჩემნაირი, რომელიც არ გაპატიებთ და არ გაჩუმდება, გვეყო ამდენი ბავშვის სიკვდილი თქვენი უმოქმედობის გამო", - წერს სალომე გოგიაშვილი.