loader

“დღეს გლდანის მეტროში კინაღამ ტრაგედია მოხდა!“ - რას წერს მგზავრი, რომლის თვალწინაც ტექნიკურმა გაუმართაობამ საშიში ინციდენტი გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დღეს გლდანის მეტროში კინაღამ ტრაგედია მოხდა!“ - რას წერს მგზავრი, რომლის თვალწინაც ტექნიკურმა გაუმართაობამ საშიში ინციდენტი გამოიწვია


ფეისბუქზე, “გლდანის ჯგუფში“ მეტროპოლიტენის მგზავრი, რომელიც ახმეტელის მეტროში იმყოფებოდა სახიფათო ინციდენტის შესახებ წერს. 

“დღეს გლდანის მეტროში კინაღამ ტრაგედია მოხდა!! მგზავრებით სავსე ესკალატორი მოულოდნელად მკვეთრი რყევით გაჩერდა და ჩემს წინ რამდენიმე საფეხურით ზევით მდგომმა ასაკოვანმა მამაკაცმა თავი ვერ შეიკავა და წაიქცა. საბედნიეროდ მის უკან სამი საფეხურის დაშორებით მდგომმა კაცმა შეძლო მისი შეკავება და ამით გადარჩა რომ თავი არ დაარტყა უკან და ტრაგედია არ მოხდა. წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა მის უკან რომელიმე ასაკოვანი ადამიანი რომ მდგარიყო ან კიდევ ბავშვი ან მოზარდი. საბედნიეროდ მოხუცი არ დაშავდა და ფეხზე გაიმართა სხვების დახმარებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში უკან მდგომს ხელით ეჭირა რომ არ დავარდნილიყო. მივმართავ მერიას და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას! როდის უნდა მიაქციოთ ესკალატორების გაუმართაობას სერიოზული ყურადღება? აუცილებელია ამისთვის მართლა უბედურება დატრიალდეს? დღეს პირველად ვიგრძენი მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ მეშინია მეტროთი მგზავრობის.“