loader

“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს


“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს. 

გთავაზობნთ ამონარიდებს მისი ვრცელი წინასწარმეტყველებიდან:

“ვხედავ, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო დამძიმდება. მერწმუნეთ, რუსეთისა და უკრაინის შერიგება შეუძლებელია. ეს დაპირისპირება კარგა ხანს გაგრძელდება. რუსეთი ძალიან მძიმე, უმძიმეს პოლიტიკას ატარებს მეზობელ ქვეყნებთან და ყველა ფიქრობს, რომ ასეთი პოლიტიკის გატარება ძალიან ცუდია, ვინაიდან ის ყველა წამყვან სახელმწიფოს იპირისპირებს. რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა ნაღმს ჰგავს და ყოველ წუთს შეიძლება აფეთქდეს, ანუ ომის სახე მიიღოს...

ვხედავ შავ ზღვაში მდგარ ამერიკულ სამხედრო გემებს. ეს არ არის სამხედრო ძალების დემონსტრირება და რუსები ამას ძალიან კარგად ხვდებიან. ასევე ხვდებიან იმასაც, რომ საქართველო საბოლოოდ დაკარგეს. დიახ, ასეა, 1921 წელი აღარასდროს განმეორდება ჩემს ქვეყანაში! ჩემი საქართველო მომავალში თავისუფალია და ვხედავ, ღირსეული მამულიშვილები მართავენ ქვეყანას.
არ დაივიწყოთ, ქართველებო, მრავალი წლის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება: მოდიან „მეცნიერები“, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და აქედან დაიწყება საქართველოს აღზევება...

დღეს რაც ხდება საქართველოში, ფაქტობრივად, ამით ყველასა და ყველაფერს ნიღაბი ეხდება. მალე ნამდვილი ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბდება, ვინაიდან მოდიან „მეცნიერები“ და მოდის „გიორგი ბრწყინვალე“. მრავალჯერ მითქვამს და ვიმეორებ, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ...“